ჩვენ შესახებ
შპს დელივერ ჯორჯია — ლოჯისტიკური კომპანია თბილისში. ვაორგანიზებთ ტვირთის გადაზიდვას ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოს პორტების გავლით შუა აზიის ქვეყნებამდე და პირიქით, საწყობთან და საბაჟო გაფორმებასთან ერთად.
ვინ ვართ
ქართული კომპანია, რომელიც ტვირთის მფლობელსა და გადამზიდავებს შორის ერთ პასუხისმგებელ რგოლად დგას: ჩვენ ვგეგმავთ მარშრუტს, ვარჩევთ ტრანსპორტს, ვამზადებთ დოკუმენტებს და ვაკონტროლებთ ტვირთს გზაში.
როგორ ვმუშაობთ
ერთი საკონტაქტო პირი
თქვენს ტვირთს ერთი ადამიანი მიჰყვება მოთხოვნიდან ჩაბარებამდე.
ფასი — ზუსტი მონაცემებით
ფასს ვითვლით კონკრეტულ წონაზე, მოცულობასა და მარშრუტზე. არანაირი „საშუალო ტარიფი“.
დოკუმენტები ჩვენზეა
ინვოისს და ტვირთის აღწერას თქვენ გვაძლევთ, საბაჟო დეკლარაციასა და სატრანსპორტო დოკუმენტებს ჩვენ ვამზადებთ.
გამჭვირვალე გზა
კლიენტის კაბინეტში ვაგონის ნომრით ხედავთ, სად არის ტვირთი და რა ეტაპი გაიარა.
გაქვთ ტვირთი?
მოგვწერეთ მარშრუტი და ტვირთის მონაცემები — ფასს კონკრეტულ მოთხოვნაზე გამოგითვლით.